ფეხბურთი

18:18 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონა" ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველ ლუკა ლოჩოშვილს „ჰელას ვერონა“ იწვევს.

Tuttomercato-ს ცნობით, ვენეტოელებმა „ვოლფსბერგერს“ 1.6 მილიონი ევრო შესთავაზეს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ავსტრიელები ტრანსფერში 2 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ შესაძლოა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

ლოჩოშვილი მანამდე „ვერონას“ გარდა, აქტიურად „კრემონეზესაც“ დაუკავშირეს, ასევე იყო ნახსენები „უდინეზე“, „ტორინო“ და „სამპდორია“.

24 წლის ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 71 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლუკამ საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა (ბულგარეთთან და ესპანეთთან გასულ წელს წაგებულ მატჩებში).

0.14972