ფეხბურთი

15:37 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ ჩუკვუემეკა გაიფორმა

ლონდონის „ჩელსიმ“ ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა „ასტონ ვილასა“ და ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტან კარნი ჩუკვუემეკას - გვამცნობს „არისტოკრატთა“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ავსტრიაში დაბადებული ნიგერიული წარმოშობის 18 წლის ჩუკვუემეკა, „ასტონ ვილაში“ შარშან კლუბის აკადემიიდან მოხვდა და პრემიერლიგაში ერთი სეზონი ითამაშა.

„ბოლო დღეებში ძალიან ვღელავდი, რადგან „ჩელსის“ ინტერესის შესახებ შევიტყვე. ახლა უბედნიერესი ვარ. ეს მოხდა.

ერთი სული მაქვს როდის გავალ მინდორზე და თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებებს ვიზეიმებ.“ - უთხრა ჩუკვუემეკამ კლუბის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115257