ფეხბურთი

12:26 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ სპორტულ დირექტორს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ბაიერნი“ უახლოეს ხანში სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.

სალიჰამიჯიჩი 1998-2007 წლებში „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 2017 წლიდან კი კლუბის სპორტული დირექტორია. ის ყველა ტრანსფერში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

ბავარიელებთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

„ბაიერნი“ 2022/23 წლების სეზონის ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩს 5 აგვისტოს გამართავს „აინტრახტის“ წინააღმდეგ.

0.109576