„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი, ჟურნალისტებს თანაგუნდელ როდრიზე ესაუბრა. ის ანდრეს ინიესტასა და ჩავის შეადარა.
„როდრი ინიესტასა და ჩავის ნაზავია. მას ანდრესის დრიბლინგი და ჩავის პასების სიზუსტე აქვს. ფანტასტიკური მოთამაშეა.“ - ციტირებს ფოდენის სიტყვებს Goal.com.
ესპანეთის ნაკრების შუახაზელი როდრი „სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს. ქალაქელებთან მის კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.