ფეხბურთი

10:54 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ თამაშგარე მდგომარეობის გარკვევის ნახევრადავტომატური სისტემა დაამტკიცა

2022/23 წლების სეზონიდან უეფას ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო მატჩებში თამაშგარე მდგომარეობის გარკვევის ნახევრადავტომატური სისტემა ამუშავდება. პირველი შეხვედრა, რომელშიც ახალ სისტემას გამოიყენებენ, უეფას სუპერთასის მატჩი იქნება, რომელიც 10 აგვისტოს მადრიდის „რეალსა“ და „აინტრახტს“ შორის გაიმართება. შემდეგ კი მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში გამოიყენებენ.

„ნახევრადავტომატური სისტემა ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ვარ-ის ბრიგადებს გადაწყვეტილების უფრო სწრაფ მიღებაში დაეხმარება, რაც თამაშის რიტმს გააუმჯობესებს.“ - ამბობს უეფას მსაჯთა კომიტეტის თავკაცი, რობერტო როზეტი.

თეგებიუეფა
0.125718