ფეხბურთი

23:12 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელია ისეთ რთულ სიტუაციებს აღწევს თავს, რასაც არავინ ელოდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ჟირონასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელს მნიშვნელოვან ფეხბურთელად რომ მოიაზრებს, უკვე ნათელია და ესპანურ გუნდთან მატჩის შემდეგ მან ხვიჩაზე ასე ისაუბრა.

„დიახ, კვარას დიდი პოტენციალი აქვს: ტექნიკურია, მეტოქის მოტყუება შეუძლია, რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევას ახერხებს, როცა ამას არავინ ელოდება და ამით გუნდს ეხმარება. მიხარია, რომ თქვენ ეს შეამჩნიეთ, მაგრამ ჩვენ აქამდეც ვიცოდით“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, მოსამზადებელ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია 5 მატჩში 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. „ნაპოლის“ მომდევნო სპარინგი 6 აგვისტოს, „ესპანიოლთან“ აქვს დაგეგმილი, ხოლო სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ გასვლითი თამაშით დაიწყებს.

0.135468