ფეხბურთი

14:38 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერბული მედია: აზაროვით სერია ა-ს კლუბიც ინტერესდებოდა

ირაკლი აზაროვის ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება. სერბული tvarenasport.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აზაროვი უკვე ბელგრადშია, სამოდეცინო შემოწმებას გადის.

აღნიშნულ ვებგვერდზე 20 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვკითხულობთ, რომ ეს არის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ცრვენა ზვეზდას" დაცვაში კონკურენციას გაზრდის. მას მილან როდიჩის კონკურენტად განიხილავენ.

სერბული ვებგვერდი საინტერესო ინფორმაციასაც ავრცელებს. იწერება, რომ "ცრვენა ზვეზდას" გარდა ირაკლი აზაროვის ტრანსფერით იტალიული სერია ა-ს კლუბიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა სერბეთის ჩემპიონზე გააკეთა.

გეტყვით იმასაც, რომ "ცრვენა ზვეზდა" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და დღეს ერევნის "პიუნიკს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.07212