ქართულ რაგბიში დიდი ცვლილებები გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, გადაწყვეტილია, რომ 2023/24 წლების სეზონიდან საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი დიდი 10 8 გუნდამდე მცირდება და დიდი 8 გახდება.
ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წლევანდელი ჩემპიონატი ისევ ძველი ფორმატით წარიმართება, ოღონდ "დიდი 10"-ს ბოლო ორადგილოსანი გუნდი პირდაპირ დატოვებს. დიდი 10-ს მერვე ადგილოსანი კი, პირველი ლიგის გამარჯვებულს შეხვდება, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რომელი კლუბი ითამაშებს ქართული რაგბის ელიტარულ დივიზიონში.
"დიდი 10"-ის წლევანდელი გათამაშება სექტემბერში დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რაგბის კლუბი "ბათუმია", რომელმაც ეს ტიტული მეოთხედ მოიპოვა და წელს საქართველოს ღირსებას "რაგბი ევროპის სუპერთასზე" დაიცავს, რომელიც წელს მეორედ ცატარდება და ამ ტურნირის პირველი გამარჯვებული "შავი ლომი" გახდა.
სწორედ, 'შავი ლომის" და "ბათუმის" თამაშით გაიხსნება წლევანდელი გათამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი
სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ