პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი "შავი ლომი", რომელიც შარშან შეიქმნა და რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა, მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. "შავი ლომი" რამდენიმე მორაგბემ დატოვა, მაგრამ შევსებაც კარგად მიიღო.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პირველ ქართულ პროფესიონალურ ფრენჩაიზს -საქართველოს ნაკრების კვაჭი გიორგი ჭყოიძე შეუერთდება. ჭყოიძის გარდა, "შავი ლომის" კვართს მოირგებს -გიორგი მარგალიტაძე, ტარიელ დონაძე და თემურ ჭიჭინაძე. ჭყოიძე და დონაძე ბოლოს პენზას "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გამოდიოდნენ. მაგრალიტაძე თბილისის "ლელო სარასენსის" ღირსებას იცავდა. ჭიჭინაძე კი, ბოლნისის "ყოჩების" ღირსებას იცავდა.
"შავი ლომი". რომელიც "რაგბი ევროპის სუპერთასის" პირველი გამარჯვებულია, ჯგუფურ ეტაპზე "ბათუმის". "თელავივ ჰითის" და რუმინული "ვულვზის" წინააღმდეგ ითამაშებს.