რაგბი ევროპის ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2023 წლიდან "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" (ყოფილი ერთა თასი) 6 გუნდიანის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება. ჩემპიონატის ფორმატის შესახებ ჯერ ოფიციალურად არაფერი დაწერილა, მაგრამ ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ჩემპიონატი შეცვლილი ფორმატით წარიმართება.
ტურნირს ალაფიდან (ქვედა დივიზიონი) ბელგია, პოლონეთი და გერმანია დაემატა. გერმანელებმა დისკვალიფიცირებული რუსეთის ნაკრები ჩაანაცვლეს.
"ბორჯღალოსნები' მომავალ ტურნირზე ჯგუფში: გერმანიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან ერთად ითამაშებენ. მეორე ჯგუფში იქნებიან-რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი. 1-2 ადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ და შემდეგ შედგება ფინალი.
ტურნირის შეცვლილი ფორმატის შესახებ ჩვენთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმაც გააკეთა.
"მოხიბლული ვარ ამ გადაწყვეტილებით. სამი გაურკვეველი სიძლიერის გუნდი დაგვემატა. თუ ეს იქნება პრეცენდენტი და დიდ 6 ერსაც გაზრდიან, რომელშიც ჩვენც მოგვიღებენ, მაშინ ჯმაყოფილი ვიქნები ამ ფორმატის ცვლილებით."-გვითხრა ლევან მაისაშვილმა
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. "ბორჯღალოსნებს" "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" 14-ჯერ აქვთ მოგებული.
ტატო ნიკურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სულ დადგმა ნუ გაგხსენდებათ
კარგად დაუდგამთ, როგორც ჩვევით ხოლმე...
სამარცხვინოები, ისედაც მთხლებურთი გვქონდა და საერთოდ ესეც აღარ დარჩა. ქართული ფეხბურთი არ არსებობს, ეს არის უთავმოყვარეოების დოღი ფედერაციან ფეხბურთელებიანად (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არიან).
Kidev kai Targamadze gaadzeves torem Sioni ar iyo golis gamtani
მოუხდა მგონი ფეხბურთს რამდენიმე ვაი ფეხბურთელის გამოკლება, შეასკდნენ სამკვდრო სასიცოცხლოდ?????????
ქვემოქართლური თრილერი.