ფეხბურთი

14:16 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ტალანტი ამერიკაში მიდის

„ბარსელონას“ 22 წლის ნახევარმცველმა, რიკი პუჩმა, წინასწარ შეთანხმებას მიაღწია ამერიკული MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალბერტ როხე.

წყაროს ინფორმაციით, კლუბებს გარკვეულ წვრილმანებზე დარჩათ სალაპარაკო. მაგალითად, „ბარსელონას“ სურს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს, ან შესაძლო გადაყიდვის შემთხვევაში, პროცენტი მიიღოს.

ტრანსფერი მალევე უნდა განხორციელდეს, რადგან 4 აგვისტოდან MLS-ში ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია წყდება.

0.115358