ფეხბურთი

13:38 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუკურელია „ჩელსიში“ გადადის

„ბრაიტონის“ მცველმა, მარკ კუკურელიამ, რომელიც ბოლო დრომდე „მანჩესტერ სიტის“ ინტერესის სფეროში მოიაზრებოდა, „ჩელსისთან“ შეათანხმა კონტრაქტის პირობები. ახლა მხოლოდ ტრანსფერის ღირებულება დარჩა დასადგენი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, მხარეები დღეს, 2 აგვისტოს, საბოლოო მოლაპარაკებას გამართავენ და ტრანსფერი დაიხურება.

კუკურელია „ბარსელონას“ აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში ვერ დამკვიდრდა და ის „ხეტაფეში“ გადავიდა 11,8 მილიონ ევროდ. იქიდან კი 18 მილიონად „ბრაიტონში“ გაიყიდა.

0.116683