„ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, „მარსელში“ გადავა - გვამცნობს Sky Sports.
წყაროს ცნობით, 33 წლის ჩილელმა უკვე შეათანხმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის პირობები.
გუშინ, 1 აგვისტოს, „ინტერმა“ სანჩესთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გასულ სეზონში მილანური კლუბის მაისურით ჩილელმა 39 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.