უახლოეს ხანში „ლივერპული“ პორტუგალიელ თავდამსხმელს, დიოგუ ჟოტას, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - გვამცნობს The Telegraph.
წყაროს ინფორმაციით, კლუბი 25 წლის ფეხბურთელთან ხანგრძლივი ხელშეკრულების დადებას აპირებს და ხელფასსაც გაუზრდის.
გასული სეზონი ჟოტას წარმატებული ჰქონდა. „ლივერპულის“ მაისურით მან ყველა ტურნირში 55 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მერსისაიდელებთან მის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.