კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ლიონელ მესის წინაშე ვალი აქვთ და არ გამორიცხა მომავალში მისი კლუბში დაბრუნება.
„კიდევ ერთხელ ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს არ არის სამართლიანი, იმიტომ, რომ ის სხვა კლუბის მოთამაშეა. თუმცა, ვფიქრობ, მისი ვალი გვაქვს, ეს უკვე ვთქვი და ვნახოთ, რა იქნება“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ ერთი წლის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პსჟ-ში გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.