ავტოსპორტი

20:55 | 1.08.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ფერნანდო ალონსო მომავალი სეზონიდან „ასტონ მარტინში“ იასპარეზებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მომავალი სეზონიდან „ალპინს“ დატოვებს და „ასტონ მარტინში“ გადავა, სადაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, გერმანელი სებასტიან ფეტელის ადგილს დაიკავებს. ბრიტანული გუნდის განცხადებით, 41 წლის ესპანელთან მრავალწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ფეტელმა ახლახანს გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ში თავის კარიერას ასრულებს. „ალპინში“ ალონსოს ადგილი ვაკანტურად დარჩა და გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ფრანგული საჯინიბოს ავსტრალიელი სარეზერვო პილოტი, 21 წლის ოსკარ პიასტრი შეცვლის, ვინც გასულ სეზონში, ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა.

„ჯერაც მაქვს იმის სურვილი და ამბიცია, რომ წინა რიგებში ვიყო. და ამიტომ, მინდა ისეთი ორგანზაციის წევრობა, რომელიც სწავლობს, ვითარდება და წარმატებას აღწევს. წარმატების ჟინი და რბოლებში მონაწილეობის სურვილი, სპორტში დარჩენის და ამით სიამოვნების მიღების საშუალებას მაძლევს. მე კვლავაც მსურს გამარჯვება და ამიტომ, უნდა გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც სწორად ჩავთვლი“, - ამბობს ალონსო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, „ალპინს“ 13 რბოლის შემდეგ, მეოთხე ადგილი უკავია, „ასტონ მარტინი“ კი ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 08.06.2017
kila (557)

რა იყო აქ დასაბლოკი ს,,,,, რომ ვუწოდე?

11:04 | 08.06.2017
kila (557)

დაბლოკე და შენი.....

11:03 | 08.06.2017
kila (557)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:00 | 07.06.2017
charli (558)

პენალი არ იყო. მოკლედ ისრაელს უგებს გუნდი გასვლაზე, ჰოდა ამათ მოგების იმედ აქვთ. ჩვენების ტრიპაჩა ....

20:54 | 07.06.2017
berodaviti (4285)

რა გინდათ ბიჯო ვის ვერ უგებთ არ გრცხვენიათ მაგის დშვც...

21:52 | 07.06.2017
burusa (2031)

მეგობარო ისევ ბაიერნს ვუბალეშიკოდ ჯობია, ჩვენთან ფეხბურთი გარდაცვლილია!

22:04 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

რეალის მერე ბაიერნზე სულ მეცინება

20:25 | 07.06.2017
sabonis (9584)

გოოოოოოოოლDDDDDDDDDDDDDDDDD ნეტსკისმა გაიტანა

15:31 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

აუ ეს ვაისი რა ექსკლუზივი ლეა ტფუიი
3 ქულა არ ლე წავაგებთ ამათთან და ისე მოვრჩებით შესარჩევს მოგება არ გვექნება

15:27 | 07.06.2017
sabonis (9584)

და ამათთან უნდა ვაისს უეჭველი 3 ქულა?DD

13:17 | 07.06.2017
ogafa (10220)

გადარჩა წაგებას

11:56 | 07.06.2017
BEERTRANCE (97819)

სპარინგიც ჩვენზე უკეთესი გაჩარხეს.

0.066319