ფეხბურთი

17:35 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "კვარაცხელიას სახლი მარცხენა ფლანგია და ეს ადგილი მას უნდა დაუთმონ"

იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ, რომელიც ადრე „პალერმოსა“ და „კატანიას“ სპორტული დირექტორი იყო, თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია.

„ნაპოლიმ“ უკვე შეიძინა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი - კვარაცხელია. მისი სახლი მარცხენა ფლანგია, ამიტომ, ეს ტერიტორია მას უნდა დაუტოვონ“, - თქვა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პრესეზონზე 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 3 აგვისტოს, ესპანურ „ჟირონასთან“ აქვს დაგეგმილი.

0.134221