ფეხბურთი

11:48 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩონბუკმა" თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონ „ჩონბუკში“ აღარ გააგრძელებს. ინფორმაცია აზიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

„თორნიკეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ტესტის შედეგებით დადგინდა, რომ გარკვეული ნაწილები არ აკმაყოფილებენ კლუბის მოთხოვნებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ კონტრაქტის გაწყვეტა ფეხბურთელთან შეთანხმებით. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს კლუბში თორნიკეს თამაშს ელოდნენ, მას კი მომავალში წარმატებების ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ჩონბუკმა“ თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი ორი კვირის წინ, 15 ივლისს დაადასტურა, თუმცა, ქართველს მას შემდეგ სამხრეთკორეულ გუნდში არ უთამაშია. როგორც გაირკვა, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ახლახან გაიარა და სამხრეთკორეელებმა მანამდე არ იცოდნენ, რომ მას კარიერის განმავლობაში ჯვარედინი მყესები სამჯერ ჰქონდა გაწყვეტილი.

ოქრიაშვილი ბოლოს ნიქოზიის „აპოელის“ ღირსებას იცავდა, ამჟამად კი ისევ თავისუფალი აგენტია.

0.122976