ფეხბურთი

0:02 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი მესის, ნეიმარის და სერხიო რამოსის გოლებით მოიგო

„პარი სენ ჟერმენმა“ ახალი სეზონი ტიტულით გახსნა და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო. პარიზელებმა თელ ავივში თასის გამარჯვებული „ნანტი“ ძალიან იოლად 4:0 დაამარცხეს.

დუბლით გამოირჩა ნეიმარი, ხოლო თითო გოლი ლიონელ მესისა და სერხიო რამოსის ანგარიშზეა. ამრიგად, პსჟ-ს ვარსკვლავებმა სეზონი გოლებით დაიწყეს, ხოლო კრისტოფ გალტიეს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 6 აგვისტოს, „კლერმონს“ ესტუმრება.

პსჟ - „ნანტი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მესი (22), 2:0 ნეიმარი (45), 3:0 სერხიო რამოსი (57), 4:0 ნეიმარი (82, პენ)

თეგებიპსჟ
0.136159