კალათბურთი

22:09 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული ბილ რასელი გარდაიცვალა

კალათბურთის ლეგენდა ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისა ოჯახმა გაავრცელა.

რასელმა მთელი კარიერა „ბოსტონ სელტიკსში’ გაატარა, რომლის რიგებში 11-ჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, 12-ჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა, ხოლო ხუთჯერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

რასელის კარიერა წარმატებული იყო მწვრთნელის რანგშიც, როდესაც „ბოსტონს“, „სიეტლსა“ და „საკრამენტოს“ წვრთნიდა და ჩემპიონი ორჯერ გახდა.

ბილ რასელმა, რომელიც NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, 1956 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო.

0.116045