„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამხანგური მატჩი ესპანური „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და ვერ დაამარცხა - 1:1.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 48-ე წუთზე დიალოს გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე ესპანელებმა გარსიას ზუსტი დარტყმით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა და მერე სწორედ დიალომ შეცვალა.
რონალდუმ მიმდინარე პრესეზონზე პირველად ითამაშა. „წითელმა ეშმაკებმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს და პრემიერლიგის პირველ ტურში 7 აგვისტოს „ბრაიტონს“ უმასპინძლებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლორია მამარდაშვილი
ესპანური მედია გაოცებულია - გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ახლადაწყებული სეზონის აღმოჩენა გახდა. "ვალენსიაში" საქართველოდან გადასული 20 წლის მეკარეს პოპულარულმა გამოცემა "მარკამ" "ლა ლიგის ახალი აქტივი" უწოდა...
ცხადია, საინტერესოა, ვინ არის ის მენეჯერი, ვინც ეს ტრანსფერი განახორციელა, რომლის მსგავსიც საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა - ეროვნული ლიგიდან ესპანურ ელიტაში მოხვედრა ხომ ბოლო პერიოდამდე წარმოუდგენელი რამ გვეგონა...
აქ კიდევ ერთი დიდი პოზიტივი უნდა დავინახოთ - იმედი გაჩნდა, რომ რუსეთსა და ყაზახეთ-აზერბაიჯანში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერების შემდეგ, მსგავსი რამ თურმე შესაძლებელი ყოფილა და რომ "იგრავოი პრაქტიკას" ქართველებს ევროპაშიც მისცემენ...
ეს ტრანსფერი ქართველი აგენტის, ლევან სეთურიძის განხორციელებულია. ის 30 წლისაა. იყო ფეხბურთელი - კარიერა დაიწყო "გაგრაში", გააგრძელა "ზესტაფონში", მაგრამ... ნაადრევად შეეშვა თამაშს და იტალიაში სპორტული მენეჯმენტის კურსები გაიარა.
შემდეგ "გაგრაში" დაიწყო მენეჯერად მუშაობა, მერე "საბურთალოს" სპორტული დირექტორი იყო... ამ პერიოდში ძალიან სერიოზული და მოულოდნელი რამ გააკეთა - თბილისის ზღვაზე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თანადგომით, "ინტერის", "იუვენტუსის" და მადრიდის "რეალის" საზაფხულო კემპები მოაწყო თანამოაზრე პეტრე სარდანაძესთან ერთად. აბა, სცადეთ და ეს კლუბები მსგავს პარტნიორობაზე დაითანხმეთ, თანაც 3,5-მილიონიან ქვეყანაში, რომლის ბაზარი დიდი არ არის...
მისი პირველი ხმაურიანი ტრანსფერი გიორგი ქოჩორაშვილის "საბურთალოდან" ესპანურ "ლევანტეში" გადაყვანა იყო. მერე გიორგი მამარდაშვილი წაიყვანა "ვალენსიაში", რასაც ტრავმირებული გიორგი კოხრეიძის საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ "გრენობლში" ჩარიცხვა მოაყოლა - ისე იოლად, თითქოს, რუსეთში წაიყვანა...
მარტო ეს არ არის მისი აქტივები - თბილისის "დინამომ" ზორან მარუშიჩი დაიმატა, მისი მონაწილეობით ჩამოვიდა თავდამსხმელი ბარნს ოსეი, ახლა - მადრიდის "რეალში" აღზრდილი მეკარე ანდრეს პრიეტოც, რომელმაც "დინამოსთან" უკვე გააფორმა კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე...
სხვათა შორის, თბილისელთა ახალწვეული "რეალის" ნახევარმცველ ლუკას ვასკესის ქვისლია - მათი მეუღლეები დები არიან. თბილისში ამ ტრანსფერის დასასრულებლად სეთურიძემ პრიეტოს მენეჯერი ჩამოიყვანა, რომელიც ჟერარდ პიკეს აგენტია.
სეთურიძე ახალი თაობის მენეჯერია. მისნაირები ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება, ის კი ჩრდილშია, ლაპარაკი არ უყვარს და მოთამაშეთა "იგრავოი პრაქტიკასა" და შავ ფულზე მეტად, ევროპაში ქართველების გაყვანა სურს. რაც მთავარია, ამ 30 წლის კაცს ევროპულ კლუბებში ქართველების მიყვანა არა მხოლოდ სურს, არამედ, შეუძლია კიდეც - სეთურიძეს აღმოაჩნდა მოლაპარაკების, დარწმუნების და გათვლის უნარი...
გათვლას რაც შეეხება - მან იცოდა, რომ "ვალენსიას" 20-მილიონიანი დეფიციტი ჰქონდა და ძვირადღირებულ მოთამაშეებზე აქცენტს ვერ გააკეთებდა. ეს არა მხოლოდ გათვლა, სატრანსფერო ბაზრის ცოდნასაც ნიშნავს. მისმა გათვლამ გაამართლა - რეალურად, იესპერ სილესენი პირველი ტურში "ხეტაფესთან" მატჩისთვის მზად იყო და ამას თავადაც ამბობდა, მაგრამ... "ვალენსიას" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გარისკა და გიორგი მამარდაშვილი ათამაშა, ახალგაზრდა ქართველმაც გაუმართლა.
ეს იმას ნიშნავს, რომ იდეაში, ერთ-ორ ძვირადღირებულ მოთამაშესთან ერთად, 20-მილიონიანი დეფიციტის შესამცირებლად "ვალენსიამ", შესაძლოა, სილესენიც გაყიდონ და მამარდაშვილს გზა გაუთავისუფლოს, რადგან ახალგაზრდა, ლამის უფასოდ გადაყვანილი მოთამაშის გაზრდა, დაწინაურება და შემდგომ კარგ ფასად გაყიდვა აწყობთ.
...ქართველი ფეხბურთელის ევროპის ტოპ-კლუბში გადასვლა გიორგი ქინქლაძის შესანიშნავი თაობის დროსაც გასაკვირი იყო, ახლა - მით უფრო. ამიტომ გვგონია, რომ სწორედ ასეთი ხალხის უნდა იყოს წინა პლანზე - ის, ვინც ქართული ფეხბურთისთვის ასეთ რთულ პერიოდში მოთამაშეთა ნიჭით კი არ ვაჭრობს, არამედ, მათ მომავალზე ზრუნავს და ისეთ ტრანსფერებს ახერხებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელ დღეს ემსახურება.
ბარსამ უნდა იყიდოს ! ეხლა მესის წასვლის მერე ბარსაც სულ დაცვაში მოუწევს თამაში და ასეთი მეგარე ჭირდებათ P ამ სილესენი იყიდონ !
სილესენი აღარ დავინახო ვალენსიას ძირითადში
საღოლ მასე გააგრძელე, სილესენი და ლორია ჰადიოს
სწორად უწერიათ ეხლა,პირველი ქართველი მ ე კ ა რ ე ტოპლიგაში
გაუსწორებიათ რაც კარგია
გიორგი მამარდაშვილი გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ მეოთხე ქართველია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა, ხოლო პირველი ქართველი ტოპლიგაში - ეს იდიოტობა სანამ უნდა წეროთ? პირველი ქართველი კი არა ერთადერთი ქართველია დღეისთვის ტოპ ლიგებში!
ერთადერთი სულაც არაა, 3 ქარჳელია ტოპ ლიგაში. Მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე
მითუმეტეს