„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი „რომაში“ გადასვლასთან ახლოსაა. მოსალოდნელია, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
„ჯალოროსი“ ვეინალდუმს იჯარით დაიმატებს და ტრანსფერს მხოლოდ პსჟ-ს თანხმობა აკლია, რომელიც სხვათა შორის, წინააღმდეგი არაა 31 წლის ფეხბურთელს შეელიოს. ამრიგად, ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი პსჟ-ს შარშან შეუერთდა და 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ნიდერლანდელი მანამდე „ფეიენოორდში“, პს ეინდჰოვენში, „ნიუკასლსა“ და „ლივერპულში“ თამაშობდა.