ფეხბურთი

14:10 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ბერიძე: "დავითაშვილი და აზაროვი დიდი ალბათობით "დინამო ბათუმს" დატოვებენ"

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი კლუბს დიდი ალბათობით დატოვებენ.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპორტი იმედზე“ ინტერვიუში აღნიშნა, მამუკა ჯუღელი მათ ტრანსფერზე ამჟამადაც მუშაობს.

„მამუკა ჯუღელი ახლაც უცხოეთშია და მიმდინარეობს მოლაპარაკება ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის ტრანსფერებზე. დიდი ალბათობით, ისინი დაგვტოვებენ, მაგრამ ამით კლუბი ფინანსურად გაძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება მოგვეცემა უფრო გამოცდილი ფეხბურთელები და ლეგიონერები მოვიყვანოთ“, - თქვა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ თვითონაც მამუკა ჯუღელმა ისაუბრა და მაშინ თქვა, რომ დავითაშვილისა და აზაროვის მიმართ ინტერესი იტალიიდან არსებობს.

0.061748