ფეხბურთი

2:00 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ფანების ოვაციები გამიხარდა, ასე უნდა გავაგრძელოთ"

საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ამიენთან“ მოგებულ მატჩში (3:0) გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. მატჩის შემდეგ 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასე უნდა გააგრძელონ.

„სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ, საკუთარ მოედანზე გამარჯვებით უნდა დაგვეწყო. რაც შეეხება ჩემს გოლს, ბურთი მოვიპოვე, დავინახე, რომ დარტყმა შემეძლო და გავიტანე, რაც გუნდისთვის კარგია. იბრაჰიმა ნიანესთან ვარჯიშებზე ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ვცდილობთ ერთმანეთი მივახვედროთ რას გავაკეთებთ.

მომწონს ბურთთან ხშირი შეხება და მეორე თავდამსხმელად თამაში, ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. სტადიონის ოვაციები? ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ასე უნდა გაგრძელდეს“, - თქვა მიქაუტაძემ.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025-წლამდე აკავშირებს, მან გასული ორი სეზონი, როცა „მეცი“ ლიგა 1-ში იყო, იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა, სადაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და ფრანგებმაც უკან დაიბრუნეს. სხვათა შორის, სპეციალისტები „მეცს“ ლიგა 2-ის ერთ-ერთ ფავორიტად და აღზევების კანდიდატად მიიჩნევენ.

ლასლო ბოლონის გუნდმა სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ხოლო მეორე ტურში 8 აგვისტოს, სტუმრად „კაენს“ შეხვდება.

0.113452