ფეხბურთი

1:22 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ "აიაქსს" 5:3 მოუგო და ნიდერლანდების სუპერთასი მოიპოვა (+VIDEO)

ნიდერლანდების სუპერთასი პსვ ეინდჰოვენმა მოიგო, რომელმაც ამსტერდამში „აიაქსს“ უხვგოლიან შეხვედრაში 5:3 აჯობა.

თავიდან „აიაქსი“ იგება სტივენ ბერგვაინის გოლით, მაგრამ პირველივე ტაიმში გუს ტილმა დუბლი შეასრულა და პსვ შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ანტონიმ კი გაათანაბრა, თუმცა ეს დროებით აღმოჩნდა. ჯერ გაკპომ დააწინაურა პსვ, მერე ტილმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ბოლოსკენ გუნდებმა თითო გოლიც გაცვალეს და ეინდჰოვენელებმა გამარჯვება იზეიმეს.

პსვ ეინდჰოვენმა იოჰან კრუიფის სახელობის სუპერთასი ისტორიაში მე-13-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

0.115718