ძიუდო

19:34 | 30.07.2022 | ნანახია 0 - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს შეჯიბრი ძიუდოს გუნდურ სახეობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველომ პირველ წრეში მოლდოვის ნაკრებს 4:3 აჯობა, მეოთხედფინალში კი იტალიის ნაკრებთან გაცილებით იოლად, 4:0 იმარჯვა. შედეგად, ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკვე უკრაინის ნაკრებთან ვერაფერი გააწყო და 2:4 დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლისთვის მოუწია ბრძოლა, სადაც გერმანიის ნაკრებთან უმძიმეს შეხვედრაში, რომელსაც ქართველები 1:3-ს აგებდნენ, 4:3 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა ძიუდოისტებმა 7 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სწორედ ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 8 მედალი აქვს - 2 ოქრო და 6 ბრინჯაო.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:44 | 07.09.2024
ogafa (10230)

მოსალოდნელი იყო

19:40 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

სათადარიგოებიც დაგეწერათ ბარემ თუ მოგსდევდათ ვინმე უკან?

19:38 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

გველესიანის ამდენი ხნით დაკარგვა ვერ მომინელებია

19:37 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

იმედია ამჯერადაც მიმტყუნებს სიზმარი

19:35 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

ან ფრე იქნება ან 1:4 -ს წავაგებთ,სიზმარი ვნახე,ჩვენი ერთიანი მკაფიოდ ჩანდა აი მათი 1 იყო თუ 4 ვერ გავარჩიე

19:11 | 07.09.2024
zirzikichi (2952)

გოგლიჩიძე და საბა საზონოვი მომავალი დაცვის ხაზი იქნება მთავარია ეხლა ითამაშონ ემპოლიში. ლოჩოშვილის დაყენებით უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელს ენდო. მოსალოდნელი შემადგენლობა იყო, პრინციპში არაფერი სიახლე არ არის ამ შემადგენლობაში.

19:11 | 07.09.2024
KoRBeN DaLLaS (24848)

ვიცოდი რომ არაფერს შეცვლიდა ტაქტიკის მხრივ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06288