ფეხბურთი

18:59 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" შობოშლაით დაინტერესდა

იტალიურ „ნაპოლის“ უნგრეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ ნახევარმცველი დომინიკ შობოშლაი დაუკავშირეს. ინფორმაცია Il mattino-მ გაავრცელა.

ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის უნგრელი ფეხბურთელი დიდი ხანია მოსწონს და მას პიოტრ ჟიელინსკის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც შესაძლოა „აძური“ დატოვოს და კარიერა „ვესტ ჰემში“ გააგრძელოს.

როგორც ცნობილია შობოშლაის „ლაიფციგი“ 30 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ იტალიელებმა შეიძლება ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა და ძალიან ახლოსაა ჯაკომო რასპადორისა და კეპა არისაბალაგას გადაბირებასთან.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის დომინიკ შობოშლაი „ლაიფციგში“ 2020 წლიდან თამაშობს და 45 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი ის „ლიფერინგისა“ და „ზალცბურგის“ რიგებში თამაშობდა. უნგრეთის ნაკრებში შობოშლაის აქტივში 24 თამაში და 6 გოლია.

0.113748