ფეხბურთი

18:23 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" საოცარ ფორმაშია: გაბრიელ ჟესუსის ჰეთ-თრიქი და 6:0 "სევილიასთან" (+VIDEO)

ლონდონის „არსენალი“ ახალ სეზონს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. მიკელ არტეტას გუნდმა ემირეითსის თასზე, რომელიც „არსენალის“ მონაწილეობით სიმბოლურად ყოველ წელს თამაშდება, „სევილია“ 6:0 გაანადგურა.

„მეთოფეებს“ შესანიშნავად მოერგო გაბრიელ ჟესუსი, რომელიც მოედანს პრაქტიკულად უგოლოდ არ ტოვებს. „მანჩესტერ სიტის“ ექსფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შედეგიანი თამაში ჰქონდა ბუკაიო საკასაც, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნკეტიას გოლით დაფიქსირდა. გავიხსენოთ, რომ ერთი კვირის წინ „არსენალმა“ ლონდონის „ჩელსიც“ გაანადგურა, თუმცა უფრო მოკრძალებული ანგარიშით - 4:0.

აქვე გეტყვით, რომ ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგის პირველ ტურში 5 აგვისტოს, სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122983