ფეხბურთი

16:18 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლუბებს შორის კონტაქტია და შეთავაზებაც მზადაა: "კრემონეზე" ლოჩოშვილის ტრანსფერზე აქტიურობს

იტალიის სერია A-ს ბინადარ „კრემონეზეს“ მხრიდან ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე დაინტერესება, როგორც საკმაოდ სერიოზულია.

Tuttomercato წერს, რომ კრემონელებს შეთავაზება უკვე მზად აქვთ და სულ მალე ავსტრიულ „ვოლფსბერგერსაც“ წარუდგენენ. წყაროს თანახმად, ამ ეტაპზე კლუბებს შორის კონტაქტი არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მანამდე ლოჩოშვილი „სამპდორიას“, „ტორინოს“, „უდინეზესა“ და „ვერონას“ დაუკავშირეს, თუმცა, მხოლოდ დაკვირვების კუთხით, „კრემონეზეს“ შემთხვევაში კი ინტერესი უფრო რეალურია. მოგეხსენებათ, კრემონული კლუბი ამ სეზონს სერია A-ში გაატარებს.

24 წლის ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 69 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლუკამ საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა (ბულგარეთთან და ესპანეთთან გასულ წელს წაგებულ მატჩებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113473