„არსენალის“ ნახევარმცველი, მარტინ ედეგორი, გუნდის ახალი კაპიტანი გახდა - წერს „მეთოფეთა“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
„მარტინს უკვე აქვს კაპიტნის სამკლავურის ტარების გამოცდილება. შარშანდელი მარტიდან ის ნორვეგიის ნაკრების კაპიტანია. წარმატებას ვუსურვებთ მას.“ - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ედეგორი „არსენალში“ მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა 2021 წელს იჯარის წესით. მალევე კი სრულფასოვანი კინტრაქტიც გააფორმა.