ავტოსპორტი

22:20 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰორნერი აღიარებს - „რედ ბულმა“ წლევანდელ მანქანაზე მუშაობა გვიან დაიწყო

ბოლო რამდენიმე სეზონია, „მერსედესს“ ბადალი არ ჰყავდა. ჩემპიონტის პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობის წყალობით, გუნდი მომდევნო სეზონისთვის მზადებას ადრე იწყებდა. ამით „რედ ბულს“ დაწევის შანსი ეძლეოდა, მაგრამ ამის გამოყენებას ვერ ახერხებდა.

ხარებმა განსხვავებული შედეგი გასულ სეზონში მიიღეს, რომლის ბოლომდეც, მათ მანქანის სრულყოფაზე მუშაობა არ შეუწყვეტიათ. ამის შედეგად, მაქს ფერსტაპენმა ჩემპიონატის ბოლო წრეზე შეძლო დაწინაურება და ტიტულის მოპოვება. და როგორც ირკვევა, „რედ ბულმა“ ამ გამარჯვებისთვის, მომდევნო სეზონი პრაქტიკულად გაწირა. სწორედ ასე შეიძლება ითქვას, რადგან გუნდმა ამ სეზონისთვის, რომელშიც ახალი რეგლამენტი შედიოდა ძალაში, მზადება შედარებით გვიან დაიწყო.

ეს ახლახანს, საფრანგეთის დიდი პრიზის დღეებში აღიარა „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა. მისი თქმით, რომ წინასწარ შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ეს სეზონი გუნდისთვის წარმატებული ვერ იქნებოდა.

„შარშან ჩვენ ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებისთვის. მთელი რესურსი ტიტულისთვის ბრძოლას მოვახმარეთ და ამ სეზონს ბევრი დავაკელით. და ეს იმ დროს, როდესაც წინ გვქონდა ბოლო 40 წელიწადში, რეგლამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება. ამიტომ, სეზონის დასაწყისში, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ პირველი 11-დან რვა რბოლას და პლუს ორივე სპრინტს მოვიგებდით და მრბოლთა ჩათვლაში 63-ქულიანი, კონსტრუქტორებში კი 82-ქულიანი უპირატესობა გვექნებოდა, ვერაფრით დავიჯერებდი. ასე ჩემს ყველაზე გიჟურ ფანტაზიებშიც ვერ ვიოცნებებდი“, - ამბობს ჰორნერი.

ის დასძენს, რომ გუნდის ინჟინრებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს, რადგან სუფთა ფურცლიდან, მოკლე დროში შეძლეს საუკეთესო ავტმობილის შექმნა. „რა თქმა უნდა, ამ სეზონში ფერარი ძალიან ძლიერია და მერსედესიც გვიახლოვდება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ამ დროს, ჩვენ ალბათ ბოლოებმა დავიწყეთ ამ სეზონის მანქანაზე მუშაობა, ეს შედეგი ფენომენალურად მოჩანს“, - დასძენს ჰორნერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102455