„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა, როდის აპირებს კარიერის დასრულებას, რაზეც 40 წლის შვედმა ისეთი პასუხი გასცა, როგორიც მას ახასიათებს:
„კარიერას არასდროს დავასრულებ, უჩემოდ ფეხბურთი მოკვდება“, - თქვა შვედმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.