მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ კიდევ ერთხელ გამორიცხა თავის გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი.
როგორც მან თქვა, ნაუელ მოლინა ბოლო ფეხბურთელია, რომელიც „როხიბლანკომ“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დაიმატა.
„ეს შენაძენი ჩვენთვის მიმდინარე ზაფხულს ბოლოა. ვიმეორებ ჟურნალისტებისთვის: მოლინას ტრანსფერით ჩვენმა სპორტულმა მენეჯმენტმა შეავსო ბოლო სიცარიელე, რომელიც გუნდში გვქონდა“, - თქვა სერეზომ.