ავტოსპორტი

3:50 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ბევრ განახლებას გეგმავს

„მერსედესის“ სტრატეგიის შეფი ჯეიმს ვოულზი ამბობს, რომ „მერსედესი“ არაერთ განახლებას ამზადებს იმისთვის, რომ როგორმე ლიდერების, „რედ ბულის“ და „ფერარის“ დაწევა შეძლოს.

მოქმედმა ჩემპიონებმა საფრანგეთის დიდი პრიზისთვის რამდენიმე სიახლე გამოიყენეს, რამაც ვოულზის თქმით, მცირე პროგრესი გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაბიჯებია, რომლებსაც დიდი გარღვევის მოხდენა არ შეუძლია.

„ეს მხოლოდ მცირე ნაბიჯებია. მთავარი კი ისაა, რომ მომდევნო რბოლებისთვისაც ვამზადებთ სიახლეებს. ფერარის და რედ ბულის უცებ დაწევა შეუძლებელია. მაგრამ ალბათ შეამჩნიეთ, რომ სეზონის განმავლობაში, ჩვენ მათთან ჩამორჩენას თანდათან ვამცირებთ. და მომავალი რბოლებისთვისაც ვამზადებთ ცვლილებებს“, - ამბობს ვოულზი.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, საფრანგეთის რბოლა, რომელიც მის კარიერაში მე-300 იყო, მეორე ადგილზე დაასრულა. რბოლას შარლ ლეკლერი ლიდერობდა, მაგრამ შეცდომის გამო, ფინიშს ვერ მიაღწია, გამარჯვება კი მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური „მერსედსის“ პილოტმა, ჯორჯ რასელმა დაიკავა.

საინტერესოა, რომ სამქიმიანები რბოლების დროს უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვიდრე კვალიფიკაციებზე. გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე მესამე ადგილი უკავია და ლიდრ „რედ ბულს“ 126 ქულით ჩამორჩება, მეორეზე მყოფ „ფერარისთან“ კი 44 ქულას აგებს.

სეზონის მე-13 ეტაპს ამ უქმეებზე უნგრეთი უმასპინძლებს.

0.13903