ფეხბურთი

1:58 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ქუთათელაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბში გადავიდა

ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელიც ბოლოს მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდში თამაშობდა, საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერას „როდეზში“ გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელმა ფრანგებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას. მალე შევხვდებით“, - თქვა ქუთათელაძემ, რომელმაც 23-ნომრიანი მაისური მოირგო.

თავის დროზე ნიკოლოზ ქუთათელაძე „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიაში იყო, შემდეგ რუსეთში წავიდა, სადაც „ანჟისა“ და „სპარტაკში“ ირიცხებოდა. მას საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „როდეზი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარია და იქ ამირან სანაიაც ირიცხება, რომელიც ბოლო ინფორმაციით, სიმსივნისგან განიკურნა.

0.123367