ფეხბურთი

0:45 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუას" მწვრთნელი: "ამ საღამოს 5 წლით ასაკი მოგვემატა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ"

ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაე დიკამ თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. რუმინელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს 2:2-ის შემდეგაც სჯეროდა, რომ გამარჯვება შეეძლო.

„ნამდვილად, ამ საღამოს 5 წლით დავბერდით, მაგრამ მთავარია, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით. დადებითი ემოციები მაქვს და ფეხბურთელებს გადავცემ. მგონია, რომ გუნდისგან განსხვავებული დამოკიდებულება ნახეთ, პრესინგს კარგად ვთამაშობთ, მეორე ტაიმში ცოტა უკან დავიხიეთ, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა.

2:2-ზე რა ვუთხარი ფეხბურთელებს? ვუთხარი, რომ უნდა გვეთამაშა, რადგან დრო გვქონდა. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, საოცარი მხარდაჭერა გვქონდა და მიხარია, რომ მათი გახარება მოვახერხეთ.

სპორტულ დირექტორს ვუთხარი, რომ გაძლიერება საჭიროა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში და იმედი მაქვს, ფეხბურთელებს მალე დავიმატებთ. ჩვენ მომავალშიც იგივე თავდაჯერებულობა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და კარგ შედეგებს მივაღწევთ“, - თქვა დიკამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „საბურთალო“ ბუქარესტში 2:4 დამარცხდა, არადა მე-80 წუთამდე ანგარიში 2:2 იყო. ორი მატჩის ჯამში ქართულმა გუნდმა 3:4 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116317