ფეხბურთი

0:10 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლეხის" მწვრთნელი: "დღეს მოედანზე სრულიად განსხვავებული "დინამო ბათუმი" იყო"

პოზნანის „ლეხის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა „დინამო ბათუმთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, რთული თამაში იყო და დღეს სრულიად განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ ითამაშეს.

„მომდევნო ეტაპზე გასვლით კმაყოფილი ვარ, რადგან აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედით. ვამაყობ იმით, თუ როგორ წარმოაჩინა ჩემმა გუნდმა თავი, რადგან დღეს სრულიად განსხვავებული „დინამო“ ვნახეთ, რომელიც სახლში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშობდა. ამ გუნდთან დაპირისპირება რთული იყო. ასევე მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის წარმოსაჩენად შანსი მიეცათ ევროთასის შეხვედრაში, ეს მათთვისაც საფეხბურთო კარიერაში მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება“, - თქვა ვან დენ ბრომმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმი“ „ლეხთან“ ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა და ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა. პოლონეთის ჩემპიონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რეიკიავიკის „ვიკინგურს“ შეხვდება.

0.122779