ფეხბურთი

21:50 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა - შედეგიანად. ქართველი ფორვარდი კარგ ფორმაშია და კონფერენს ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

„ფეჰერვარი“ აზერბაიჯანში „გაბალას“ ესტუმრა და 1:2 წააგო, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, რადგან პირველი შეხვედრა შინ 4:1 ჰქონდა მოგებული.

ზივზივაძე წინა თამაშში შეცვლაზე შევიდა და ბოლო წუთზე გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამჯერად კი ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. ბუდუმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ძლიერი, ზუსტი დარტყმით გაიტანა, რის შედეგადაც წონასწორობა აღადგინა. 28 წლის ქართველი 63-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ნახევარში უნგრელებმა გაუშვეს, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 5:3 იმარჯვეს.

ბუდუ ზივზივაძემ სეზონის ორ ოფიციალურ შეხვედრაში უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო, უნგრეთის ჩემპიონატი კი 31 ივლისს დაიწყება და „ფეჰერვარის“ მეტოქე „პაკში“ იქნება. სხვათა შორის, ბუდუმ შეიძლება უნგრეთი დატოვოს, რადგან გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კარლსრუეს“ აქტიურად უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135603