კატალონიის „ბარსელონამ“ ჟიულ კუნდე დაიმატა. მართალია, ფრანგ მცველს კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
კუნდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. „სევილიამ“ ტრანსფერში 50 მილიონი ევრო მიიღო.
ფრანგმა „სევილიაში“ 133 შეხვედრაში თავი 9 გოლით გამოიჩინა, ხოლო მანამდე კარიერა „ბორდოში“ დაიწყო, საფრანგეთის ნაკრებში კი 11 თამაში აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია. იმედია, რაღაცას დაემსგავსება ბარსელონა წელს. ესპანეთის ლიგა ერთადერთია, ვინც ინგლისს კონკურენციას უწევს, თორემ შეგვჭამეს ბრიტებმა ტონა ფულით

ამდენი ხნის მერე, მგონი, ერთი მართლაც სერიოზული ტრანსფერი გამოუვიდათ.. ეტყობა, აღარ აპირებენ ესპანეთის დაშლას ))
ელ კლასიკო ამიერიდან იქნება AFС championship
კუნდეეეეეეეეეეე უდონესი ტრანსფერი