თურქული „ადანა დემირსპორის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ მას „ნაპოლიში“ თამაში ყოველთვის სურდა, მაგრამ მისი შეძენა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა არასდროს მოინდომა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაპოლიში“ თამაში ჩემი ოცნება იყო. სამწუხაროდ აურელიო დე ლაურენტისს არ სურდა გუნდში ჩემი ხილვა. ამიტომაც, აქ არასდროს მითამაშია“, - თქვა ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ „ადანა დემირსპორს“ ამხანაგურ მატჩში დაუზავდა (2:2) და ბალოტელიმ გოლი პენალტით გაიტანა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან ეფექტური საგოლე პასი გააკეთა.