ძიუდო

19:56 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნინო გულბანის და არჩილ მამულაშვილის ბრინჯაოს მედლები ოლიმპიურ ფესტივალზე

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ხუთ მედლამდე გაიზარდა და ამჯერადაც ყულაბას მედლები ძიუდოისტებმა შემატეს.

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა სლოვაკი, ლატვიელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე ლატვიელ ელენა დენგთან თვითონ წააგო. თუმცა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჰანა ბალოჰს იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა არჩილ მამულაშვილი, რომელმაც შვეიცარიელი, პორტუგალიელი და ჩეხი მეტოქეების ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი სლოვაკ მეტოქესთან დამარცხდა. მან მედლისთვის შეხვედრა ისრაელის წარმომადგენელ გაბი ინგართან მოიგო, რომელსაც იპონით სძლია.

საქართველოს ხვალ კიდევ 2 ძიუდოისტი წარადგენს - 100 კილოგრამში გიორგი ბადუაშვილი, ხოლო +100 კილოგრამში გიორგი ტაბატაძე გამოვლენ. ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია და ყველა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125499