ფეხბურთი

19:05 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იუვენტუსში" სარის გამო გადავედი, ის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა, რომელიც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, განაცხადა, რომ თავის დროზე „იუვეში“ გადასვლა მაურიციო სარის გამო გადაწყვიტა.

„იუვეში“ გადასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მთავარი მწვრთნელი სარი იყო და მეგონა, „აიაქსივით“ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებდით. მას დიდი რეპუტაცია ჰქონდა, რაც „ნაპოლისა“ და „ჩელსიში“ გააკეთა, თუმცა სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ ის გუნდიდან წავიდა.

ვფიქრობ, თავს უფრო კომფორტულად მარჯვენა ცენტრალურ მცველად ვგრძნობ. თავიდან „იუვეში“ მარცხენა ცენტრალური მცველი ვიყავი და ეს რთული იყო, შემდეგ სეზონის შუაში მე და ბონუჩიმ პოზიციები გავცვალეთ, კარგი წყვილი ვიყავით, სკუდეტო მოვიგეთ. მეორე და მესამე წელსაც ხშირად მარცხნივ ვთამაშობდი. ისე არ არის, რომ იქ თამაში არ მინდოდა, უბრალოდ მარჯვნივ თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩემი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

„აიაქსში“ ძლიერი პრესინგის დროს რისკზე მივდიოდი, „იუვეში“ ყველაფერი სხვაგვარი იყო. უფრო უკნიდან ვთამაშობდი, თავს სხვა გზით ვიცავდით. ზოგადად, იტალიაში ტემპი უფრო ნელია, ასე რომ უკან დარჩენა შეგიძლია. იმის გათვალისწინებით რამდენი ტიტულიც მოიგო „იუვემ“ იტალიაში, ვფიქრობ, ეს სწორი გზაა“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110892