ფეხბურთი

17:03 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ „უდინეზეს“ არგენტინელი ფეხბურთელი ნაუელ მოლინა შეიძინა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მოლინას სანაცვლოდ „როხიბლანკომ“ „უდინეზეს“ 12 მილიონ ევრო გადაუხადა, რასაც 6 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. მოლინამ მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

24 წლის ფეხბურთელი „უდინეზეში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 68 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბოკა ხუნიორსის“, „დეფენსასა“ და „როსარიო სენტრალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113829