ფეხბურთი

13:21 | 28.07.2022 | ნანახია 582 - ჯერ

ნეიმარი თაღლითობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი, ნეიმარი, 2022 წლის ოქტომბერში თაღლითობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმე ეხება 2013 წელს ბრაზილიელის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლას.

El Pais-ის ცნობით, კომპანია DIS-მა, რომელიც მაშინ ნეიმარის სატრანსფერო უფლებების 40 პროცენტს ფლობდა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა თავად ფეხბურთელის, მისი მშობლების, „სანტოსის“ ყოფილი დირექტორის ოდილიო როდრიგესის, ასევე „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტების, ჟოზეფ ბარტომეუსა და სანდრო როსელის წინააღმდეგ.

კომპანია ამტკიცებს, რომ გაცილებით ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ამ ტრანსფერიდან ეკუვნოდა და 150 მილიონევროიან კომპენსაციას ითხოვს.

პროკურატურა ნეიმარის 2 წლით დაპატიმრებას და მისგან 10 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვს. კომპანია DIS კი ფეხბურთელის ხუთი წლით „ჩასმას.“

სასამართლო წლეულს 17-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

თეგებინეიმარი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:19 | 28.07.2022
Kobe Bean (21683)

ნეიმარის დშვც და ბარსამ კუნდეც დაითრია.მარჯვენა-მარცხენა მცველიც და ვსიო გუნდი დაკომპლექტებულია.ეგ კი არა მერე გასაშვები ხალხის დახვევაზე უნდა იმუშაონ აქტიურად.ნუ თუ ფრენკიც წავიდა მაშინ ბერნარდოც მოვა და ეგეც მესამე ვისი ყიდვაც დაჭირდება)))თუ ფრენკი დარჩა მაშინ რჩება მხოლოდ მარჯვენა-მარცხენა მცველები საყიდელი და ეგაა

0.145932