„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ირვინ ლოსანომ, შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. მისით პრემიერლიგის და ბუნდესლიგის ორ-ორი გუნდია დაინტერესებული - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
კონკრეტული კლუბები არ სახელდება.
ლოსანო „ნაპოლიში“ 2019 წელს გადავიდა ნიდერლანდული პსვ-დან. მექსიკელის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
სწორედ ლოსანომ გაიტანა წუხელ „ნაპოლის“ „ადანასთან“ ამხანაგურ მატჩში (2:2) პირველი გოლი, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ.