გულშემატკივრებმა ქალთა ევრო 2022-ის ფინალურ მატჩზე ბილეთების უკმარისობის გამო დაიჩივლეს - გვამცნობს The Telegraph.
ფანები ამბობენ, რომ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბილეთების შესაძენად შესვლისას პორტალი მათ ავტომატურად აგდებს უკან. ამიტომ კიდევ 3 ათასი ბილეთი დაამატეს და ჯამში 90 ათასი მოგროვდა.
მაგალითად, ისეთ საიტებზე, როგორებიც eBay და LiveFootballTickets-ია, 60 ევროიანი ბილეთები 600 ევროდ იყიდება.
ევრო 2022-ის ფინალი 31 ივლისს გაიმართება „უემბლიზე.“ ერთმანეთს ინგლისისა და გერმანიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.