მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.
„ბენზემა ცუდ ფორმაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვარჯიშობდა. ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება.
საერთოდ, ბევრს ვმუშაობთ და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები არიან. „იუვენტუსთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ მოვუკლებთ დატვირთვებს და ასეთ რეჟიმში გავაგრძელებთ უეფას სუპერთასისთვის მზადებას.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
უეფას სუპერთასის მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე. მადრიდის „რეალი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატება ბიჭებს
იმიტომ არის ამზელა აჟიოტაჟი
მგონი კაი გუნდია ამ სპორტში
ეს ბოსნია
ეეხ ჩვენ ძაან გვინდა რომ ყველა სპორტში წარმატებას მივახწიოთ
მაგრამ სამწუხაროთ მასე არ