ავტოსპორტი

2:35 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი კიდევ 100 რბოლაში მონაწილეობას აპირებს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონისთვის, საფრანგეთის დიდი პრიზი, კარიერაში მე-300 იყო. მან ის მეორე ადგილზე დაასრულა. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ „მერსედესის“ W13 გამარჯვებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას არ იძლევა, კარგი შედეგია.

ბევრი ფიქრობს, რომ წარუმატებელი სეზონი ბრიტანელს მოტივაციას დააკარგვინებს და მალე წავა. მითუმეტეს, არაერთხელ უთქვამს, რომ ფ1-ში 40 წლამდე დარჩენას არ აპირებს.

ჰამილტონი ახლა 37 წლისაა. ამ ასაკში უკვე წასვლაზე ფიქრის დროა. და მას ამაზე ნაფიქრი აქვს. გარდა ამისა, ხედავს, რომ ფერნანდო ალონსო 40 წლისაც კი შესანიშნავ ფორმაშია. დეა რაც მტავარია, მას მოსაპოვებელი აქვს მერვე ტიტული. სწორედ ესაა მოტივაციის მთავარი წყარო, რომლის გამოც, ჰამილტონმა შეიძლება 400 რბოლაზეც კი იფიქროს.

ეს ფაქტობრივად დაადასტურა „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა, ვინც განაცხადა: „რამდენიმე კვირის წინათ, ჩვენ ვილაპარაკეთ და მომდვნ 5-10 წლის გეგმები განვიხილეთ. ვფიქრობ, ლუისს თავისუფლად შეუძლია 400 რბოლაში მონაწილეობა“.

ჰამილტონმა კი საფრანგეთის დიდი პრიზის დღეებში განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს: „თავს მხნედ ვგრძნობ, ჩემი საქმე მომწონს. ჩემპიონატს შესანიშნავი ხალხი მართავს, რომლებიც სპორტს სახეს უცვლიან. მე კი მომწონს, რომ ამ პროცესში ვმონაწილეობ. გამარჯვებებს ისევ ვაპირებ. ოღონდ, ამას დრო დასჭირდება“.

0.115683