ფეხბურთი

0:03 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური საგოლე პასი "ადანა დემირსპორთან" (+VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ პრესეზონის ნამდვილად ნათელი წერტილია და ეს გადაუჭარბებლად.

ქართველმა ფეხბურთელმა თურქულ „ადანა დემირსპორთან“ ამხანაგურ მატჩში საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, რადგან 46-ე წუთზე ელიფ ელმასი შეცვალა. 55-ე წუთზე კი ძალიან მოხდენილი, ეფექტური, ჭკვიანური და ზუსტი პასით ირვინგ ლოზანო მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

კვარაცხელია ამის შემდგომაც თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო, რამდენჯერე გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით ერთ მონენტში იყო ახლოს, მაგრამ მეკარემ აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა 74-ე და 87-ე წუთებზე ორი პენალტი გაუშვა, თუმცა, მარცხს მაინც გადაურჩა, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლოსანომ დუბლი შეასრულა - 2:2. ვთქვათ ისიც, რომ ერთ ეპიზოდში ხვიჩამ ხელი იტკინა და თამაში შეხვეული ხელით განაგრძო.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ჯერჯერობით სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა, სამივეში მოედანზე მხოლოდ 45-45 წუთი დაჰყო და ამის მიუხედავად უკვე მოასწრო 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 31 ივლისს, ესპანურ "მალიორკასთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120224