ფეხბურთი

23:06 | 27.07.2022 | ნანახია 2612 - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ"

თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, პირველი შეხვედრის მოგება არაფერს ცვლის და გუნდი რთული თამაშისთვის მზადაა.

„ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით და ჩვენთვის პირველი მატჩიც რთული იყო. ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და კარგად შეუძლია თამაში, თუმცა, პირველ შეხვედრაში ჩვენც დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. პირველი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ხვალ შეხვედრა 0:0-დან დაიწყება, ვეცდებით, რომ ჩვენი შანსები გამოვიყენოთ და ყველაფერს გააკეთებენ ფეხბურთელები იმისთვის, რომ კარგი თამაში აჩვენონ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მწვრთნელი ახლა შეიცვალა, იმიტომ, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. არის შემთხვევები, როცა ახალი მწვრთნელის ხელში გუნდი უკეთ თამაშობს, ან პირიქით, ამიტომ, ამით ვერ განვსაზღვრავთ ხვალ რა მოხდება.

ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ბევრი მაყურებელი იქნება სტადიონზე. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ გავიდნენ მოედანზე და ჩვენი ქომაგები გაახარონ.

რამდენიმე თამაში ვნახეთ და გეთანხმებით, „სტიაუამ“ მაღალ დონეზე ვერ ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრად კარგად თამაში შეუძლია და ხვალ რთულ თამაშს ველოდებით. თუმცა, ვეცდებით, რომ უფრო კარგად ვითამაშოთ ჩვენთვის მისაღები შედეგის მისაღწევად. ალბათ წყვილში ფავორიტი ისევ „სტიაუაა“, თუმცა ფავორიტობა არ ნიშნავს წინასწარ გამარჯვებას და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად“, - განაცხადა ნოზაძემ.

პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად „საბურთალოს“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე იყო:

„სასიამოვნოა, როდესაც ასეთ გუნდს ხვდები. მართალია, პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და ხვალ ურთულესი თამაში გველოდება, რაც თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული აქვს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, ყველანაირად, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. რუმინეთის ჩემპიონატი და გუნდები ალბათ უფრო მაღალი დონისაა, მაგრამ ხვალინდელი თამაშისთვის ეს არაფერს ნიშნავს“, - თქვა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ პირველი მატჩი თბილისში 1:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 06.04.2018
ირაკლი1986 (2288)

ის არ გინდათ ეს არ გინდათ...აქეფანაც იმასიქნა და იქედანაც ასე არ არის ძმაო )))))ბიჯო აბა იტალიას,საფრანგეთს,ინგლისს ესპანეთს და ა.შ ჩვენ ვერუგებთ და ეხლა ჩვენი დონის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში და მოვიგებთ მაინც,მოგებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება მომავალ თაობას.

21:29 | 04.04.2018
ogafa (10220)

წარმატებები

17:30 | 04.04.2018
xxl_777 (2238)

D ლიგა თუ მოვიგეთ C ლიგაში გადავინაცვლებთ და ასე შემდეგ.რა რაგბის პრინციპები

16:59 | 04.04.2018
Buratino (3505)

როგორც ვატყობ, უეფამ ჩეფერინის მეთაურობით რაგბის შეფების პრინციპები გადმოიღო - სანაკრებო ფეხბურთი დონეებად დაიყო. ჰოდა, აწი ელიტურ გუნდებთან ტესტ-მატჩებზე საუბარი ზედმეტია - შეგვიძლია მაქსიმუმ დიდ ტურნირებზე ვეთამაშოთ

17:05 | 04.04.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

სამაგიეროდ, ვისაც შევხვდებით ყველას მოვუგებთ და მერე ნახე ახალი ლოზუნგი - ფეხბურთი(ც) ჩვენი თამაშიაო

17:04 | 04.04.2018
lagashi (6738)

რატომ? ამ ერთა ლიგას გარდა ცალკე ძველებური სისტემითაც ხომ უნდა ჩატარდეს ევრო 2020 ის შესარჩევი? თუ ვცდები?!

17:31 | 04.04.2018
O. Mertskhali (8101)

არ ცდები... თუმცა ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ჩვეულებრივ შასარჩევებზე საერთოდ არ მიდის საუბარი და თან ევროპის ჩემპიონატი მოხვედრა (სადაც (დაახლოებით) 50 ქვეყნიდან, (დაახლოებით) ნახევარი ხვდება) უნდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რანგში შემოგვტენონ ))

17:00 | 04.04.2018
Buratino (3505)

ბოლოში უნდა დამეწერა "თუ საერთოდ გავალთ"

16:55 | 04.04.2018
BEERTRANCE (97819)

რა გინდათ ვინცაა ჩვენი დონე იმათთან ვთამაშობთ

16:30 | 04.04.2018
playmaker (4749)

ასეთ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და რა აზრი აქვს აბა საფრანგეთთან თამაშს და წაგებას )))

15:24 | 04.04.2018
სავაშა__ (6590)

ესეთ გუნდებთან გამარჯვებები თავდაჯერებას მაინც შეგვმატებს.

15:15 | 04.04.2018
FC.BAYERN+GERMANY (10046)

საღოლ დედამოტნული მეტოქეები აგირჩევიათ

0.066948
2612